ქუთაისში, ბანკში შეჭრილი პირის ვინაობა, სავარაუდოდ, დადგენილია

ქუთაისში, ბანკში შეჭრილი პირის ვინაობა, სავარაუდოდ, დადგენილია
20-09-2022, 18:48 - 2022
1 339

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ტელევიზიის ინფორმაციით, მძარცველი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა პოლონეთიდან, სადაც ის წლების მანძილზე მუშაობდა.

ასევე ცნობილია, რომ თავდამსხმელს ბევრი ვალი და ფსიქიკური პეობლემები აქვს. ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

შსს-ს ჯერჯერობით არ უთქვამს, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე სპეცოპერაცია გრძელდება. ერთი პირი ბანკში დილით შეიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, მას 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.



კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა