კიევის მერმა დედაქალაქის ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა

კიევის მერმა დედაქალაქის ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა

12-02-2022, 22:47 - 2022
982
       

„დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები მომზადების რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით“, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქის ევაკუაციის გეგმა საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებულია. 

მისივე თქმით, უკვე ორი კვირაა სკოლებში პედაგოგიურ გუნდებთან და მშობლებთან თემატური ტრენინგები მიმდინარეობს. შემუშავებულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა დაწესებულებები (სამედიცინო, სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა), მათი მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები