რუსეთის საგარეო: დასავლეთის პროპაგანდისტული კამპანია კიევს ძალისმიერი გადაჭრისკენ უბიძგებს

რუსეთის საგარეო: დასავლეთის პროპაგანდისტული კამპანია კიევს ძალისმიერი გადაჭრისკენ უბიძგებს

12-02-2022, 18:40 - 2022
793
       

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის პროპაგანდისტული კამპანია კიევს პრობლემების ძალისმიერი გადაჭრისკენ უბიძგებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით გაიმართა.

„როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქცია უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატო-სთან შეთანხმების ჩვენს მიერ წარდგენილ პროექტებზე უგულებელყოფს ჩვენთვის ძირითად დებულებებს, პირველ რიგში ალიანსის გაფართოების და რუსეთის საზღვრებთან თავდასხმითი იარაღის სისტემების განლაგების დაუშვებლობაზე“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები