„სიურპრიზები“ შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოხდეს“, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
მისი თქმით, უკრაინა ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზადაა.
„პირველ რიგში, გვესმის, რომ „სიურპრიზები“ შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოხდეს. უნდა ვენდოთ ჩვენს ძალებს. გვესმის, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს გაფრთხილების გარეშე, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყოთ ყველაფრისთვის მზად. სწორედ ამაზე მიდის მუშაობა. მზად ვართ ნებისმიერი ნაბიჯისთვის ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი საზღვრიდან. ვფიქრობ, ჩვენი სპეციალისტები, ხელმძღვანელები, სამინისტროები და სამხედროები საკმაოდ სერიოზულ დონეზე არიან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.