რუსეთში კიდევ ერთი გავლენიანი პირი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთში კიდევ ერთი გავლენიანი პირი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს

13-09-2022, 01:53 - 2022
624
       

რუსეთში გაურკვეველ ვითარებაში სახელმწიფო კორპორაციის ტოპ მენეჯერი, იცან პეროჩინი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცის უკრაინული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმციით, შემთხვევა რუსკის კუნძულთან მოხდა. რუსული მედიის ცნობით, პეჩორინი 10 სექტემბერს შაბათ საღამოს „კონცხ იგნატიევთან“ ახლოს გარდაიცვალა. რუსეთის მილიციის ოფიციალური ვერსიით, ის სავარაუდოდ ნავიდან გადმოვარდა.

აღსანიშნავია, რომ პეჩორინმა მონაწილეობა მიიღო ვლადივოსტოკში აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმში 5-დან 8 სექტემბრამდე. ის ასევე მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის საავიაციო ხელმისაწვდომობის განვითარებაში, მათ შორის სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტის მხარდაჭერაში, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობაში.

ცნობისთვის, 1 სექტემბერს „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები