The New York Times - უკრაინას კონტრშეტევის მომზადებაში აშშ-ის დაზვერვა დაეხმარა

The New York Times - უკრაინას კონტრშეტევის მომზადებაში აშშ-ის დაზვერვა დაეხმარა

11-09-2022, 13:25 - 2022
644
       

მიმდინარე წლის ზაფხულში კიევმა გააძლიერა დაზვერვის გაზიარება აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებთან, როდესაც დაიწყო კონტრშეტევის დაგეგმვა, რომელმაც გაათავისუფლა დიდი ტერიტორიები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბოლო დღეებში. 

ამის შესახებ The New York Times აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის დაზვერვას მიმართეს კონტრშეტევის დაგეგმვის მიზნით.

ომის განმავლობაში შეერთებული შტატები უკრაინას აწვდიდა ინფორმაციას სამეთაურო პუნქტების, საბრძოლო მასალის და სხვა საკვანძო წერტილების შესახებ რუსეთის სამხედრო ხაზებზე“, - წერს The New York Times.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები