ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრული შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.
შესაბამისად, ამიერიდან სავიზო კოდექსის ზოგადი წესები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზეც გავრცელდება.
ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ნიშნავს:
- ვიზის მოსაკრებლის გაზრდა 35-დან 80 ევრომდე,
- დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდების საჭიროება,
- ვიზის დამუშავების დროის გაზრდა,
- მრავალჯერადი ვიზების გაცემის წესების გამკაცრება.