უკრაინის საგარეო უწყება: რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ ყველა ზომას ვიღებთ

უკრაინის საგარეო უწყება: რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ ყველა ზომას ვიღებთ
12-02-2022, 14:52 - 2022
665

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებამ მოუწოდა მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, მათი მხრიდან კი რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ ყველა ზომა იქნება მიღებული.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვითარების ესკალაციის დასაწყისიდანვე, ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ძალისხმევას არ იშურებენ, რათა უკრაინა დარჩეს მტკიცე და მზად იყოს მოვლენების სხვადასხვა სცენარის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული განზრახვის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ, გუშინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა, განხორციელდა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და უკრაინის შემდგომი ქმედებების საფუძვლიანი ანალიზი”, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, მოერიდონ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას.
 
„რუსეთისთვის ყოვლისმომცველი შეკავების პაკეტი, რომელიც პარტნიორებს უკრაინამ 2021 წლის ნოემბერში შესთავაზა, გახდა ეფექტური ინსტრუმენტი კრემლის აგრესიული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და ყველა დონეზე კოორდინირებული დიპლომატიური კონტაქტებით, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ მკაცრი სანქციების პაკეტის მომზადების დასრულებით, იარაღის მიწოდებით და მაკროფინანსური დახმარებით ახლა ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძლიერი პოზიცია“, - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა