დედოფალ ელიზაბედ II-ის გარდაცვალებისთანავე, მისი ვაჟი, პრინცი ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა.
კლარენს ჰაუსმა დაადასტურა, რომ პრინცი ჩარლზი მეფე ჩარლზ III-ის სახელით იქნება ცნობილი. სამეფო პრესსპიკერის ცნობით, მეფე ჩარლზ III ხვალ მოსახლეობას მიმართავს.
ამ წელს, ჩარლზი უკვე ასრულებდა დედოფლის ზოგიერთ მოვალეობებს, რადგან ელიზაბედ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.