96 წლის ასაკში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

96 წლის ასაკში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

8-09-2022, 23:01 - 2022
468
       

96 წლის ასაკში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული იყო და ის ბალმორალში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ცნობისთვის, დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამამისის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. ის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო, რითიც ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის, მსოფლიოში კი მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ტიტული აქვს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები