უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა. Focused call with @JosepBorrellF on the current security situation. Confirmed: the package of heavy sanctions on Russia is prepared. The EU will make extra effort to provide Ukraine with political, financial support. Grateful for a resolute stance, readiness for decisive actions.
როგორც კულება „ტვიტერზე“ წერს, ბორელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირს მკაცრი სანქციების ამოქმედების პაკეტი მზად აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
„დადასტურდა: რუსეთზე მძიმე სანქციების პაკეტი მზადდება. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვართ პოზიციისა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზაობის გამო“, - წერს დმიტრო კულება.