Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა სინგაპურში დღეს იწყება.
ივანიშვილი მიყენებული ზარალის გამო 800 მილიონ დოლარს ითხოვს. ქართველი ოლიგარქი ჩვენებას სავარაუდოდ, ონლაინ მისცემს.
ბერმუდში გამარჯვების შემდეგ სინგაპურის სასამართლო გადამწყვეტი იქნება. ბერმუნდის სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ზარალის ანაზღაურება დააკისრა.
ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, 800 მილიონი დოლარი არის თანხა აქტივების მითვისებიდან, ასევე ის ზარალი, რომელიც სხვა შემთხვევაში ივანიშვილს არ მიადგებოდა.