რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინაში რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს“, - განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბრისას.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საშიშროების ფონზე, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, ლატვიამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამ, უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს.
ცნობილია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დღეს კიევში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციის პროცესს დაიწყებს.