მექსიკიდან აშშ-ში მოსახვედრად მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთის მცდელობისას რვა მიგრანტი დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასაზღვრო პატრულმა 37 ადამიანის გადარჩენა შეძლო.
აშშ-ის სასაზღვრო საბაჟო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მათივე ინფორმაციით, ამერიკელმა მესაზღვრეებმა ხუთშაბათს სულ 53 მიგრანტი დააკავეს, მათ შორის გადარჩენილი 37 პირია. თავის მხრივ, მექსიკურმა მხარემ 39 ადამიანი დააკავა.