აშშ უკრაინის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაციას აპირებს

აშშ უკრაინის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაციას აპირებს

12-02-2022, 12:05 - 2022
799
       

რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, აშშ კიევში მდებარე საელჩოდან დღეს ევაკუაციის პროცესის დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაღალჩინოსანთა მცირე რაოდენობა შეიძლება დარჩეს კიევში, მაგრამ საელჩოში მყოფი თითქმის 200 ამერიკელის აბსოლუტური უმრავლესობა ან აშშ-ში დაბრუნდება ან უკრაინის შორეულ დასავლეთში, პოლონეთის საზღვართან გადაინაცვლებს.

ცნობისთვის, უკრაინაში მყოფ ამერიკელებს გუშინ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, იგივე განცხადება სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ნებისმიერ წუთს შეიჭრას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები