ამ წუთისთვის ტყის მასივი იწვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ.
ხანძარია ასევე თბილისშიც. ცეცხლი უკიდია ტყის მასივს დიდს დიღომში, თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ადგილზე ცეცხლის რამდენიმე ღია კერა და ძლიერი დაკვამლიანებაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებზე არ არსებობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი ჯერ-ჯერობით უცნობია.