საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით იუწყებიან.
„მიხეილ გორბაჩოვი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, - ნათქვამია ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს განცხადებაში.