რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ექიმების გადაუდებელი დახმარება დასჭირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Generall SVR ტელეგრამზე არხზე ავრცელებს.
არხის ცნობით, გუშინ, 29 აგვისტოს პუტინმა 4 ოპერატიული შეხვედრა გამართა სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად განიხილეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ხერსონის რაიონში.
სამუშაო დღის ბოლოს კი მასთან ექიმების ჯგუფი გამოიძახეს.
"პრეზიდენტის შეხვედრებზე ატმოსფერო ბოლო დროს ყველაზე დაძაბული იყო. გვიან საღამოს პუტინთან მორიგე ექიმები გამოიძახეს, რომელმაც პრეზიდენტთან დაახლოებით ოცი წუთი გაატარა. პრეზიდენტის გარემოცვამ შეამჩნია, რომ ბოლო დროს პუტინი ზედმეტად ბევრი გახდა. ნერვიულობს და ეს უარყოფითად მოქმედებს როგორც მის ახლობლებზე, ასევე გარემოზე“, - წერს არხი.