ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში პოლონეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცს გაგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „როიტერსი“ ავრცელებს.
სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მახლობლად მეტ ძალას აგროვებს და შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე შეიჭრას.