32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
30-08-2022, 11:59 - 2022
418

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თქმით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მიიღო, მათ შორის 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 70%-მდე 1 500-მდე, 50%-იანი გრანტი კი - 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

ცნობისთვის, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

კომენტარები
რეკლამა