+31-დან +36 გრადუსამდე -  ამინდის პროგნოზი 1-ელ სექტემბრამდე

+31-დან +36 გრადუსამდე - ამინდის პროგნოზი 1-ელ სექტემბრამდე

29-08-2022, 11:50 - 2022
558
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. 

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები