შეთანხმება ომის სანაცვლოდ - კოსოვომ და სერბეთმა საერთო ენა გამონახეს

შეთანხმება ომის სანაცვლოდ - კოსოვომ და სერბეთმა საერთო ენა გამონახეს

28-08-2022, 11:22 - 2022
687
       

სერბეთმა და კოსოვომ ახალ სასაზღვრო პოლიტიკაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის მიერ ხელშეწყობილი დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა, გააუქმოს შესვლისას/გასვლისას დოკუმენტების მოთხოვნა კოსოვოს პირადობის მოწმობის მფლობელებისთვის, ხოლო კოსოვო დათანხმდა, რომ არ მოსთხოვოს ისინი სერბეთის პირადობის მოწმობის მფლობელებს. კოსოვოელ სერბებს, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ კოსოვოსა და სერბეთს შორის პირადობის მოწმობების (ID ბარათების) გამოყენებით“, - წერს ჟოზეფ ბორელი.

შეგახსენებთ, რომ  კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, 2008 წლიდან დღემდე კოსოვოსა და სერბეთს საზღვარზე ხშირად ყოფილა დაძაბული ვითარება, ბოლო დღეებში კი სიტუაცია კრიტიკული გახდა, იყო ორმხირი სროლები, საზღვრის ჩაკეტვები, სამხედრო და სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება ორივე ქვეყნის მხირდან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები