პუტინმა ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი

პუტინმა ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი
28-08-2022, 00:04 - 2022
829

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალ განკარგულებას  მოაწერა ხელი.

 პუტინის გადაწყვეტილებით უკრაინიდან რუსეთში იძულებით წასული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარება დაწესდება.

როგორც Reuters წერს, განკარგულების მიხედვით, იმ პირებს, რომლებსაც 18 თებერვლის შემდეგ იძულებით მოუხდათ უკრაინის ტერიტორიის დატოვება და რუსეთში გადასვლა, თვეში 10 000 რუბლის ($170) ოდენობის პენსია დაენიშნებათ.

პენსიის მიღებას უკრაინის მოქალაქეები, მათ შორის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მაცხოვრებლები შეძლებენ, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა