სერბეთის პრეზიდენტმა EuroPride-ის ღონისძიება გააუქმა

სერბეთის პრეზიდენტმა EuroPride-ის ღონისძიება გააუქმა

27-08-2022, 23:18 - 2022
411
       

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა EuroPride-ის ღონისძიება გაუქმებულად გამოაცხადა.

EuroPride ბელგრადში 12-18 სექტემბერს უნდა გამართულიყო. 

პრეზიდენტმა გადაწყვეტილება აგვისტოს დასაწყისში გამართულ Pride-ის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ მიიღო.

ვუჩიჩის თქმით, ის თავად არ არის კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, თუმცა სერბეთს სხვა საკითხებზე კონცენტრირება უწევს, მათ შორის კოსოვოში პრობლემების, ასევე ენერგეტიკისა და სურსათის საკითხების გამო.

EuroPride-ის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აღლუმი მაინც გაიმართება და მისი გაუქმება არაკანონიერია.

EuroPride 2022-ის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მარკო მიხაილოვიჩის თქმით, სახელმწიფოს არ შეუძლია ღონისძიების გაუქმება და ამის ნებისმიერი მცდელობა კონსტიტუციის აშკარა დარღვევაა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები