სარფის მესაზღვრეები რუსებს ქვეყანაში არ უშვებენ - რუსეთის საკონსულო აღშფოთებულია

სარფის მესაზღვრეები რუსებს ქვეყანაში არ უშვებენ - რუსეთის საკონსულო აღშფოთებულია

27-08-2022, 20:25 - 2022
1 685
       

„ბოლო დროს გახშირდა სარფის გამშვები პუნქტიდან  საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევები“, - აცხადებს ტრაპიზონში რუსეთის გენერალური საკონსულო. 

მათივე მტკიცებით, ქართველი მესაზღვრეები რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლაზე  უარს დაუსაბუთებლად და მიზეზების განმარტების გარეშე ეუბნებიან.

რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებლები, ყირიმის რესპუბლიკის მაცხოვრებლები, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეები, რომლებსაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა“, - აცხადებს საკონსულო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები