+31, +36 გრადუსი - ამინდის პროგნოზი 1-ელ სექტემბრამდე

+31, +36 გრადუსი - ამინდის პროგნოზი 1-ელ სექტემბრამდე

27-08-2022, 00:41 - 2022
788
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. 

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება. 

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები