ინდოეთში ახალი ვირუსული ინფექცია "პომიდვრის" გრიპი გავრცელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Thewashingtonpost ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად დაავადება კერალას შტატში 82 ბავშვს დაუდგინდა, მოგვიანებით კი ვირუსი ინდოეთის კიდევ 3 შტატში გავრცელდა.
ვირუსი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და მისი მკურნალობის სპეციალური დანიშნულება არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ „პომიდვრის გრიპის“ ზოგიერთი სიმპტომი ძალიან ჰგავს კორონავირუსით გამოწვეულ სიმპტომებს, მას Covid-19-თან არანაირი კავშირი არ აქვს.