ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - ამინდის პროგნოზი 28 აგვისტომდე

ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - ამინდის პროგნოზი 28 აგვისტომდე

25-08-2022, 04:44 - 2022
770
       

გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

გარდა ამისა, სააგენტო მოსახლეობას ტყის ხანძრების საფრთხეზე აფრთხილებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, სანაპირო რაიონებში 32, 37, აღმოსავლეთ საქართველოში 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები