საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არასწორ მედიკამენტებს ასმევდნენ.
ამის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა გააკეთა.
„ამერიკელი ექსპერტები ჩართულები არიან ამ საქმეში, ისინი ითხოვენ თითქმის ყოველდღიურად ავადმყოფობის ისტორიას, რასაც ვუგზავნით, შესაბამისად, შემდეგ იქიდან სვამენ კითხვებს, ეს როგორ იყო, ეს რა არის, ამას რატომ იღებს, ადგენენ ისტორიას ჩვეულებრივად, ინტერესდებიან ნებისმიერ მედიკამენტთან დაკავშირებით“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.