ალექსანდრ დუგინი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ალექსანდრ დუგინი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

21-08-2022, 23:22 - 2022
907
       

ალექსანდრ დუგინი გულის შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

რუსული მედიის ინფორმაციით,  მას ჯანმრთელობის პრობლემები შვილის მკვლელობის შემდეგ შეექმნა.

დარია დუგინა გუშინ საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის  წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.

​კრემლი მომხდართან დაკავშირებით არაფერს ამბობს. ოფიციალური კიევი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები