ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი მოსკოვის ოლქში, მანაქანაში ააფეთქეს

ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი მოსკოვის ოლქში, მანაქანაში ააფეთქეს

21-08-2022, 10:42 - 2022
684
       

ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ავტომობილის აფეღქების შედეგად დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში მოხდა.

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტი მმართველის, დენის პუშლინის განცხადებით, ინციდენტში „უკრაინის რეჟიმის ტერორისტები“ მონაწილეობდნენ და მათი სამიზნე გოგონას მამა იყო.

უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, მისი ქალიშვილი ავტომობილში ააფეთქეს“, - წერს პუშილინი „ტელეგრამში“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები