მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია.
მან ინგლისში სამედიცინო შემოწმება უკვა გაიარა.
„მანჩესტერი“ „რეალს“ 71 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი არაოფიციალური ცნობით, წელიწადში 20 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ კაზემიროს „რეალის“ რიგებში 336 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი. მას ესპანური გრანდის გარდა, „სან პაულუსა“ და „პორტუში“ უთამაშია.