18 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემასაც წყვეტს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო. ცნობილი ხდება, რომ ესტონეთში ვერც რუსეთის ის მოქალაქეები ჩავლენ, რომლებსაც შენგენის ვიზები უკვე აქვთ. ასეთი კი დაახლოებით 50 ათასი ადამიანია.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს თქმით, ქვეყანა რუსებისთვის სტუდენტური, სამუყშაო და საქმიანი ვიზებისთვის საბუთების მიღებასაც შეწყვეტს.
რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არც დანია შეუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
დანიამ გადაწყვიტა, შეუწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსებს მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს ევროკავშირი.