ქუთაისის მერიასთან სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში ე.წ. მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც მეხანძრეები გამოიძახეს.
ცნობილი ხდება, რომ დაკვამლიანება საკრებულოს სხდომათა დარბაზში იყო.