მარნეულში, მდინარე დებედაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო

მარნეულში, მდინარე დებედაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო

14-08-2022, 10:53 - 2022
529
       

მარნეულში 17 წლის ახალგაზრდა  მდინარე  დებედაში დაიხრჩო. შემთხვევა მარნეულის  სოფელ აღმამედლოში მოხდა. 

17 წლის ელმან  გამბაროვი  მდინარეში საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ადგილზე მყოფები წყალში შევიდნენ, თუმცა უშედეგოდ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ტერიტორიაზე ქვის ქარხნებია და სხვადასხვა გათხრები მიმდინარეობს, რის გამოც მდინარეს გარკვეულ ადგილებში სიღრმეები აქვს და სწორედ ერთ-ერთ ასეთ მონაკვეთში ჩავარდა ახალგაზრდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები