სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი ტრანსპორტირება აღარ შეიძლება

სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი ტრანსპორტირება აღარ შეიძლება

11-08-2022, 18:22 - 2022
1 478
       

ნევროლოგ ოთარ თოიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სარისკო იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.

თოიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან კომისიის ბოლო შეხვედრის შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.

გრძელდება კომისიის შეხვედრები პაციენტთან. უკანასკნელად ეს მოხდა ერთი თვის წინ. ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესებულია, გარდა ამისა არის ახალი ანალიზები და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებსაც გავიცნობით და მოვემზადებით უცხოელი ექსპერტების დასახვედრად. ექსპერტები შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ, დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიჩქარით მოახერხებს ჯანდაცვის სამინისტრო ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევას.

ყველამ ნახა მიხეილ სააკაშვილის რეაქცია გადაყვანის დროს. ამიტომ ამის განმეორება ავადმყოფობის მე-9 თვეზე საკმაოდ სახიფათო იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, ვიცით, რომ უკანასკნელი დღეებია თავს სუსტად გრძნობს. სარისკო იქნება მისი ტრანსპორტირება
“, - განაცხადა თოიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები