რუსეთის „ეფ ეს ბეს“ 20 წლის აგენტი ვსევოლოდ ოსიპოვი გამოცემა „ევრაზიანეტთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
ის დეტალურად აღწერს როგორ და რა მისიით გამოგზვანეს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში.
„მოვიპოვებდი. იმაზე მნიშვნელოვანი ინფრომაცია, ვიდრე მე შეიძლება დამვალებოდა. მივლინების პირველ დავალებაზე მითხრეს, თუ მოგეწონება, უფრო ნორმალურ დავალებას მოგცემთო. მითხრეს, გარკვეულ ადგილებშ გამოვჩენილიყავი, ვიღაცეებს დავლაპარაკებოდი, რომ მათ დავმახსოვრებოდი და მივეღე. მიზეზად მითრეს, რომ ის ოპოზიციური „ტუსოვკა“, რომელიც ახლა თბლისშია, რომ ეს ისეთი ძლიერი კავშირებია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ასეთი გახლდათ მათი არგუმენტი. ეს ჯერ კიდევ ომამდე იყო, სანამ რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ჩამოვიდოდნენ საქართელოშ. ასე ამიტომ ფიქრობდნენ. შემდეგ ბარები უნდა ჩამომეწერა, სადაც ემიგრანტები დადიოდნენ, მევალებოდა სხვა ხალხთან დალაპარაკება. იმათთან, ვისთანაც ლაპარაკი ადრე არ დაუვალებიათ. თუ ადრე მითრეს, რომ აი, შენ გყავს იაროსლავ კონვეი, რუსეთის ლიბერტარიანელი პარტიის თავმდჯომარე, შემდეგ სხვა სახელიც მითხრეს, მასაც უნდა დავლაპარაკებოდი. არ მინდა ახლა დავასახელო. ვფიქრობ, ქართულ ოპოზიციაში ინფორმატორები არიან, რადგან სანამ წმაოვიდოდი თეზისებად მიყვებოდნენ, ეს ხდება, ეს ხდება, ეს ხდება... ის ხალხი, ვისთანაც უერთიერთობა მქონდა, ვინც ჩემი ამბავი იცოდა, ამბობდნენ, რომ ასეა. მართლა არ შემიძლია რისკების შეფასება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ემიგრაციის დიდ ტალღასთან ერთად, ინფორმატორების დიდი ტალღაც იქნება, თუკი „ეფ ეს ბეს“ ახლა ამის რესურსი აქვს“, - ამბობს ოსიპოვი.