მას შემდეგ, რაც „ომიკრონი“ დომინანტური ვარიანტი გახდა, პედიატრიული ასაკის პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.
ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდის გამო, ინფექციონისტები ცდილობენ გამოიკვლიონ, იწვევს თუ არა ახალი შტამი ბავშვებში უფრო მძიმე დაავადებას.
სამხრეთ აფრიკის მონაცემებით, 20 წლამდე მოზარდების შემთხვევაში 17% ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ხოლო 5 წლამდე მოზარდებში 10% შეადგინა.
პედიატრიული ჰოსპიტალიზაციის ტენდენცია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთშიც იგივეა. განსხვავებით სხვა ვარიანტებისა, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გასულ კვირას, ყოველდღიურად საშუალოდ 672 ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ინდიანას ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ელეინ კოქსის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებული ბავშვების ოდენობა, სხვა ვარიანტებთან შედარებით ოთხჯერ მეტია.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზებული ბავშვების ნახევარზე მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იქნა მოთავსებული და საჭიროებდნენ მართვით სუნთქვაზე გადაყვანას.
NewsGP-ის ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 18 წლამდე კოვიდით დაინფიცირებული მოზარდების 10%-ს აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავის მძიმე სიმპტომები ინფიცირებიდან 4-6 კვირის განმავლობაში და 8%-ს ანთებითი სინდრომი აღენიშნებოდა.
კანადის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გადაუდებელ შემთხვევებში COVID-დადებითი ბავშვების დაახლოებით 3% მდგომარეობა 14 დღის განმავლობაში მძიმე იყო. მძიმე მდგომარეობა მოიცავდა ინტენსიური თერაპიასა და სუნთქვის მძიმე უკმარისობას.
ზოგიერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამით ჰოსპიტალიზაციის ზრდა ბავშვებში შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მათი უმეტესობა საავადმყოფოში შეყვანილი იქნა სხვა მიზეზების გამო და სკრინინგის დროს დაუდასტურდათ COVID-19.
ზოგიერთი ინფექციონისტის თქმით კი, ბავშვებში დადასტურებული შემთხვევების ზრდა გამოწვეულია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით. ავსტრალიამ COVID-19 ვაქცინაციის პროგრამა გაახანგრძლივა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებზე, 12-15 ასაკობრივი ჯგუფებზე ვაქცინაციის უფლება 15 სექტემბრიდან დაშვებულია. 12 იანვრის მდგომარეობით, ავსტრალიაში 12-15 წლის ბავშვების 74.4% სრულად აცრილი იყო.
იმ ფონზე, როდესაც გარკვეულწილად გაურკვეველია, აქვს თუ არა Omicron-ს უფრო მძიმე დაავადების გამოწვევის პოტენციალი, ექსპერტები ბავშვების დაცვის საუკეთესო გზად ვაქცინაციას ასახელებენ.