სალომე ზურაბიშვილი შინდისში ჩავიდა და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

სალომე ზურაბიშვილი შინდისში ჩავიდა და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

7-08-2022, 23:17 - 2022
528
       

2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლში ჩავიდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.


ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, პრეზიდენტი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ აღავლინა.

"ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და ვედრება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი აღვავლინეთ ჩვენ სავედრებელი და ვთხოვთ დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა იმ განსაცდელებისაგან, რომელიც აქვს და ეწვევა ხოლმე.

ჩვენ ვილოცეთ, მოვიხსენიეთ ჩვენი გარდაცვლილები, ის ადამიანები რომლებმაც თავისი ქვეყნის სამსახურისათვის მსხვერპლად მიიტანეს თავიანთი სიცოცხლე", - განაცხადა მეუფე ისაიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები