პუტინის ტელევიზიის, Россия 1-ის ჟურნალისტი, რიმა ბერულავა საქართველოში შემოუშვეს.
ბერულავა დღეს დედაენის ბაღში შეამჩნიეს, სადაც მან „დედაენის ბარის“ მფლობელი მოატყუა, რომ Reuters-ის ჟურნალისტი იყო და ინტერვიუ ჩაწერა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპანტები თბილისში „დედაენის ბარს“ თავს დაესხნენ, კიბერ თავდასხმა განახორციელეს ბარის სოციალურ ქსელებზე და ამით გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ ბარი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და რუსეთს ოკუპანტ ქვეყნად მოიხსენიებს, ასევე ბარი რუსეთის მოქალაქეებს ე.წ სავიზო შეზღუდვას უწესებს, თუ ისინი აღიარებენ, რომ რუსეთმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოახდინა და პუტინი დიქტატორია ბარში შესვლას შეძლებენ.