ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები თბილისში „დედაენის ბარს“ თავს დაესხნენ

ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები თბილისში „დედაენის ბარს“ თავს დაესხნენ

4-08-2022, 23:47 - 2022
1 078
       

თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე „დედაენის ბარს“ რუსები ინტერნეტში უტევენ. 

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბარის Facebook-გვერდზე 2 აგვისტოს გავრცელდა.

რუსებო, თქვენ აქ სახლში არ ხართ, არც არასდროს იქნებით. მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ რუსეთის და მისი იმპერიალისტური იდეების დასამარებას. და ბოლოს, F**ქ russia“, - წერდა „დედაენის ბარი“. 

დღეს კი ბარის დამფუძნებელმა დათა გურჯიევმა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა.

როგორც მან Facebook-ზე დაწერა, „დედაენის ბარზე“ კიბერშეტევა მიმდინარეობს და ბარს სოციალური მედიის მართვაში გარკვეული ადამიანების დახმარება სჭირდება. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები