მიხეილ სააკაშვილის ავდოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა სიცოცხლესა და პოლიტიკას შორის არჩევანი გააკეთა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს.
„ქართული პოლიტიკისადმი ინტერესი აბსოლუტურად დაკარგული აქვს. რამდენჯერმე, როცა ქართული პოლიტიკის მომენტები იყო და მცდელობა გვქონდა, ხელი ჩაიქნია და თქვა, რომ ქართული პოლიტიკა ჩემი ინტერესის მიღმა არისო.
მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თუ არ მოხდა მისი სასჯელის გადავადება, არ გაიარა მაღალი კვალიფიკაციის კლინიკებში მკურნალობა, მისი სიცოცხლე დასრულდება. სიცოცხლესა და პოლიტიკას შორის არჩევანი მას გაკეთებული აქვს“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.