ევროკავშირმა მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ ჩუტყვავილას ვაქცინა დაამტკიცა.
ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება EU-მ მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მისი გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ ეს დამტკიცება მოქმედებს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, ასვეე ისლანდიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში.