სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია ახალ მასალებს ასაჯაროვებს.
დოკუმენტებით დგინდება, რომ 2018 წელს ციხიდან ათავისუფლებენ რევაზ თევდორაშვილს - სანაცვლოდ კი დიღმის მასივში დახმარებას აკისრებენ.
მისი ინფორმაციის გასწვრივ მითითებულია, რომ 5 დღეში შეწყალების კომისია უნდა გამართულიყო. ამავე დოკუმენტში მითითებულია დედის საკონტაქტო ნომერი.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, დახმარების სანაცვლოდ პირობითი მოეხსნა გიორგი ნინიკაშვილს.
დოკუმენტებში არსებული ინფორმაციით დგინდება,რომ წინა საარჩევნოდ დახმარების სანაცვლოდ დამნაშავეთა ნაწილი პირობითი მსჯავრის შემსუბუქებას ან საერთოდ გაუქმებას, ნაწილი კი საპატიმროში უკეთეს პირობებს ან ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს.
გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში, კრიმინალების მოთხოვნებს ხელს აწერეს გლდანის მაშინდელი გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე იუსტიციის მაშინდელი მინისტრი გიორგი პატარიძე და შსს-ის გენინსპექციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
გავრცელებულ ფაილებში გვხდება 2018 წლის მაღალჩინოსნების სახელი და გვარები სხვადასხვა უწყებებიდან - შსს, იუსტიციის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და სუს-ი.