„დეპოლარიზაციის მიზნით 3 ადამიანი შევიწყალე... გასამდა და დამთავრდა“, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოზე ზემოთ არ დგას და ვერ შეაფასებს მათ გადაწყვეტილებას.
„მე არა ვარ სასამართლოზე ზემოთ, რომ ვთქვა, რომ სწორი იყო სასამართლო ან არ იყო, ეს პუნქტი, რომელიც თქვენ ახსენეთ [ევროკავშირის რეკომენდაციებიდან] არის ზოგადი პუნქტი და ალბათ შესასრულებელი. როგორ უნდა შესრულდეს, ამაზე უნდა იმუშაონ.
ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს როცა დანიშნეს სასამართლო, რომ ეს რეაქციები [უარყოფითი] იქნებოდა. ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია რატომ აკეთებ ამას იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზე არის.
მე დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად. სამი ადამიანი შევიწყალე თუ გახსოვთ [გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა]... გასამდა. და დამთავრდა. დეპოლარიზაციის მიზნით იყო, დღეს ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ რომ არ გადადგას უდროული ნაბიჯები. არანაირად არ იყო საჭირო. ყველამ ვიცით და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.