სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად კი პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა.
დოკუმენტები არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭირვალობამ“ შეისწავალა.
„პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ცხადად ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში (განსაკუთრებით მეორე ტურის წინ და შემდეგ თვეებში) საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟებში ბევრმა პირმა დაადასტურა დოკუმენტებში მოყვანილი გარემოებები“, - ნათქვამია ანგარიშში.