ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.
„ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.