„რისკი გაზრდილია“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

„რისკი გაზრდილია“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

18-07-2022, 10:56 - 2022
1 020
       

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო  იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. 

უწება მოქალქეებს სთხოვს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს
“, - წერს საგანგებო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები