ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ოლიგარქისთვის შესაძლო სანქციების დაწესებას ჰიპოთეტურს უწოდებს.
ის ამბობს, რომ ჰიპოთეტურ მომავალზე საუბარი ფუჭია.
„საერთოდ, სიტყვა სანქციაც კი ჩვენს შემთხვევაში, ერთხელ ვთქვი კიდეც, შეიძლება ხატოვნად გამომივიდა, რომ ჩვენ ფაქტობრივი სანქციების პირობებში ვართ, როდესაც იმ აქტივებს ბოლომდე ვერ განვკარგავთ სრულად-თქო, მაგრამ რაც შეეხება სანქციები სამართლებრივი დატვირთვით განხილვას, ეს საერთოდ ჩვენს ლექსიკაში არც ფიგურირებს. გარკვეული სატრასტო სტრუქტურების მხრიდან ჩვენი მხრიდან არის შეზღუდული. ის, რაც ჰიპოთეზაა, ჰიპოტეზაზე ჩვენ ამ საუბრებში
საერთდო დროს არ ვხარჯავთ. როგორ შეიძლება ჰიპოთეტურ მომავალზე საუბარი?
ჩვენ ვსაუბროთ იქიდან გამომდინარე, რაც გვაქვს რეალურად მოცემულობაში, ეს არის დავის კონკრეტული ასპექტები. ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მე შეხება საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არ მაქვს. ასე რომ, ეს საკითხი, რეკომენდაცია, რომ როგორ აისახება კანონმდებლობაში, პრაქტიკულად რა ღოსნიძიებები იქნება ქართული მხრიდან მიღებული, აი, დაველოდოთ პოლიტიკური პროცესი როგორ წარიმართება ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა.