დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გადადგა.
მისი თქმით, ნათელია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ პარტიას ახალი ლიდერი, ქვეყანას კი ახალი პრემიერ-მინისტრი სჭირდება.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბრიტანელ საზოგადოებას, იმ უზარმაზარი პრივილეგიისთვის, რომელიც მომეცი. და მინდა იცოდეთ, რომ ამიერიდან, სანამ ახალი პრემიერი იქნება, თქვენი ინტერესები იქნება დაცული და ქვეყნის მართვა გაგრძელდება“, - განაცხადა ჯონსონმა.